19 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
გუდაუთის სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 რუსი ტურისტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორივე მათგანი რუსი ტურისტია.

დაშავებულია 60-მდე ადამიანი, მათ შორის 5-ის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. სოფელ პრიმორსკში არავის არ უშვებენ, სოხუმში კი რუსეთის დიპლომატიური მისია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გუდაუთის რაიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალების საწყობში რამდენიმე აფეთქება გუშინ დღის 5-ის ნახევარზე მოხდა. აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ტალღამ და ნამსხვრევებმა საწყობის ირგვლივ მდებარე სახლები დააზიანა.

სოფელ პრიომორსკში ხანძრის ჩასაქრობად და მოსახლეობის ევაკუაციისთვის 7-ე საოკუპაციო ბაზის რუსი სამხედროები ჯავშანმანქანებით მივიდნენ.

ამ დროისთვის, საბრძოლო მასალების საწყობში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები