16 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
აშშ-სთან უნდა მოხდეს კომუნიკაცია, რათა ეს აისახოს საქართველოს დაცულობაზე - ვანო მაჭავარიანი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ვანო მაჭავარიანი აშშ-ის მიერ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულ სანქციებს აფასებს. ის აღნიშნავს, რომ დოკუმენტში რამდენჯერმე არის ნახსენები საქართველო და რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი. ვანო მაჭავარიანის აზრით, ეს საქართველოსთვის სერიოზული შანსია.

„ცხადია, რომ ეს იძლევა საშუალებას, განსაკუთრებით, ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, რომ სწორედ კონცენტრირებული ძალისხმევა მოხდეს, კომუნიკაცია, განსაკუთრებით, აშშ-სთან იმისთვის, რომ აისახოს საქართველოს დაცულობაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ის ფიქრობს, რომ სწორედ რუსეთის აგრესიის ფონზე, აუცილებელია აშშ-ში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები