19 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს - მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო აღშფოთებას გამოთქვამს და მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს. ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მკვეთრი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.

"ოკუპანტი ძალის ქმედებები - ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ძაბავს ვითარებას და პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მტკიცედ უნდა დაიგმოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია.

"ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ამ ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

დღის ამბები