19 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
არ აყვეთ პრეზიდენტს და არ უპასუხოთ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს - ფრაქცია „ქართული ოცნება“ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ინტერვიუს ეხმაურება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა.

„გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს,“ - ნათქვამია ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელია.

„პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მუდმივად ამ პარტიისთვის, ნებისმიერი განსხვავებული აზრი, არის მიუღებელი, არაგასათვალისწინებელი, დასაცინი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები