26 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
მე უკრაინისთვის ბრძოლას გავაგრძელებ - მიხეილ სააკაშვილი

მე უკრაინისთვის ბრძოლას გავაგრძელებ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი "The Washington Post”-ში წერს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნვის მიზანი, კორუფციული რეგიონის გასუფთავება იყო. თუმცა, მისი გუნდი მოგვიანებით პრობლემების წინაშე დადგა.

"პრეზიდენტმა არა მხოლოდ შეწყვიტა ჩვენი დახმარება, არამედ ის სწორედ იმ ინტერესებს ემხრობოდა, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ წესით უნდა გვებრძოლა. მალე ცხადი გახდა, რომ პოროშენკოს მიერ ჩვენი მიპატიჟება საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის ნაწილი იყო, რათა საკუთარი თავი მოსახლეობის წინაშე რეფორმატორად წარმოეჩინა და საერთაშორისო დინორებისგან ფულის მოზიდვა განეხორციელებინა," - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

მიხეილ სააკაშვილი არაკანონიერს უწოდებს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და აცხადებს, რომ ეს საქართველოში მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის საფუძველზე მოხდა - საქმის, რომელიც მილიარდერისა და რუსეთთან ახლო ბიზნეს ურთიერთობების მქონე ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადმა მთავრობამ აღძრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის უკრაინის პრო დასავლური დემოკრატიული ძალების გაერთიანებას განაგრძობს და შემოდგომაზე საკანონმდებლო რეფორმების ჩატარების ინიციატივით ფართომასშტაბიანი კამპანიით გამოვა.

დღის ამბები