18 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
საქართველოში კიევის ინტერპოლით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

თბილისის ინტერპოლის და შსს-ს თანამშრომლებმა აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას კიევის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე ე.ჰ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დღის ამბები