18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
Gemfest-დან ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანა - თეთრი ხმაური განცხადებას ავრცელებს

მუსიკალური ფესტივალ Gemfest-დან ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანას, რომელთაგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგოს, გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, მოძრაობა თეთრი ხმაური სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

მოძრაობის წევრები გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ და საზოგადოებას მიმართავენ, თავი შეიკავონ პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან.

თეთრი ხმაური ხელისუფლებას ინიციტივით მიმართავს, მოიწვიოს რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაიწყონ “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა.

„ჯერ ერთი, ვნახეთ, რომ Gemfest-ზე, სადაც ადამიანები დასასვენებლად იმყოფებიან, პოლიციაც იქვეა, ხდება რეიდების ჩატარება, ადამიანების შეწუხება და დაკავება რაღაც ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო. ერთი მხრივ, ვხედავთ ამ უმსგავსობას იმიტომ, რომ ეს არის ფესტივალი, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დასპონსორებული და სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ ვითარდება. მეორე, დღეს იმავე ფესტივალზე ტრაგიკული მოვლენები ხდება, ათზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ერთი გარდაიცვალა. საუბარია ახალი ნივთიერების ქართული ნარკოსცენისთვის GHB-ის გამოჩენაზე, რომელიც საკმაოდ ტოქსიკურია. როგორც აღმოჩნდა, გუშინ სამედიცინო პერსონალიც მზად არ აღმოჩნდა, მას გამკლავებოდა,“ - განაცხადა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა, დავით სუბელიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები