18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
კონგრესმენებმა ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს და ოჯახს მიუსამძიმრეს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე კონგრესმენები ღირსეული პარტნიორი 2017-ის ფარგლებში მიმდინარე საპარაშუტე ხტომებს დაესწრნენ.

ამერიკელმა სტუმრებმა საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის ადგილი დაათვალიერეს.

„ჩემზე ძალიან იმოქმედა ავღანეთში მამაცი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს. სასიამოვნოა აქ ყოფნა, სწავლებაში ქართველებისა და ამერიკელების ერთად ხილვა, ისინი ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ, ერთმანეთის კულტურას იცნობენ და აფასებენ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა კონგრესმენმა, ჯო ვილსონმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები