18 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 9 აგვისტომდე კეტავს

2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეიდან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს.

ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები დღეს საღამოს 8 საათიდან 9 აგვისტომდე იქნება ჩაკეტილი.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება მემორიალური ღონისძიებების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს.

გამშვები პუნქტები მუშაობას 9 აგვისტოს დილის 7 საათიდან განაახლებენ. 

 

დღის ამბები