19 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი - სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირი თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ერთი პირის ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული, 9,2407 გრამი "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. მეორე პირის ჩხრეკისას კი, ამოღებულია 19 შეკვრად დაფასოებული, 1,6119 გრამი "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკი.

უწყების ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაკავებისას ერთი პირი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

დღის ამბები