19 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
ინტოქსიკაციით Gemfest-ის კიდევ ერთი სტუმარი, 19 წლის გოგონა კლინიკაშია გადაყვანილი

გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო, ელექტრონული მუსიკის Gemfest-ის კიდევ ერთი სტუმარი გადაიყვანეს კლინიკაში. მოწამვლის სიმპტომებით 19 წლის გოგონა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამთენიისას, დილის 5 საათისთვის შეიყვანა.

მისი მდგომარეობა საშაულო სიმძიმის არის. 19 წლის გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმის, ლაშა გრიგოლიას თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ბოლო 2 დღის განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში მსგავსი სიმპტომებით 10-ზე მეტი პირი იქნა მოთავსებული, აქედან ერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.

დიდი ოდენობით კლუბური ნარკოტიკის შენახვისა და გასაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ანაკლიაში ბოლო დღეებში 5 პირი დააკავეს.

 

დღის ამბები