19 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
9 წელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ - ხვალ საოკუპაციო ხაზთან მასშტაბური აქცია გაიმართება

რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე, ხვალ საოკუპაციო ხაზთან მასშტაბური აქცია იმართება. ავტობანზე, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთის მიმდებარე ტორიტორიაზე იგეგმება ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც საქართველოს ოკუპაცია მტკივნეული თემაა, ცოცხალ ჯაჭვში ჩაერთონ. მათი თქმით, ეს იქნება ერთგვარი გზავნილი, რომ საქართველო არ შეეგუება თავისი ტერიტორიების ანექსიას.

„ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ დააფიქსირონ თავისი მშვიდობიანი პროტესტი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ.

აქციაში, სავარაუდოდ, ჩართვებიან პოლიტიკოსებიც. შეკრებილთა უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფს.

„ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ დააფიქსირონ თავისი მშვიდობიანი პროტესტი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ.

დღის ამბები