19 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
ვლადიმერ პუტინს დღეს ოკუპირებულ სოხუმში ელოდებიან

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს სოხუმში ელოდებიან. ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, რუსულმა მედია საშუალებებმა პირველ აგვისტოს გაავრცელეს.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დაწყების წლისთავს ემთხვევა, რომლის შემდეგაც ოფიციალურმა მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ბოლოს ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა.

დღის ამბები