19 მაისი 2024,   18:21
ვრცლად
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს.
მათ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,2330 გრამ "ბუპრენორფინს" შეიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ ის დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

უწყებაში ადასტურებენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები