
This is a modal window.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია, "რუსთავი 2"-ს შსს-ში დაუდასტურეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.