19 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
”ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” - ხვალ თსუ-დან რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობამდე მსვლელობა იგეგმება

”ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” - ამ მოწოდებით გაიმართება ხვალ აქცია-მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობამდე. ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები საზოგადოებას მსვლელობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებელ მსვლელობაში სტუდენტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

„როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როდესაც მტერი 400 მეტრშია, ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც დრო, რომ სახლებში მშვიდად ვისხდეთ და ვუყუროთ, როგორ მიაქვს ჩვენი მიწა-წყალი მტერს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანი კანდელაკი.

დღის ამბები