19 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალი 1 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო

ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალი დღეს 1 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. სოფელ ნაღობილევის მოსახლეობა სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, სოფელში გზის საფარი ცოტა ხნის წინ გამოიცვალა, თუმცა სამუშაოების ნაწილი კვლავაც დასასრულებელია.

მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების გამო, ეზოებში დგება წყალი, ასფალტის საფარის დაგების შემდეგ კი, მოუწესრიგებელია ეზოებში შესასვლელები. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის სახლში შესვლას უჩივის.

ოზურგეთის გამგეობაში ამბობენ, რომ ხარვეზები პროექტის მორე ეტაპზე აღმოიფხვრება.

დღის ამბები