17 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
ვლადიმირ პუტინსა და რაულ ხაჯიმბას შორის პირისპირ შეხვედრა ბიჭვინთაში დღეს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შორის პირისპირ შეხვედრა ბიჭვინთაში დღეს გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე შედგება მოლაპარაკებები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრებისა და რუსეთის დელეგაციის შორის. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს.

ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აგვისტოს ომის 9 წლისთავს ამთხვევს.

დღის ამბები