17 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგო.

გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„2008 წლის უსამართლობის შედეგად, რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, რომ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც იყო საქართველოს ოკუპაციის სახით, გაამართლოს რაიმე სახის შეცდომით, თუ გადაცდომით, რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა. ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, თხრილს, ავტომატიან-კალაშნიკოვიან ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. დაბრუნება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, არის ჩვენს სიმტკიცეში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

8 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ძმათა სასაფლაოზე პოლიტიკოსები და დაღუპულთა ახლობლები დილიდან ადიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები