17 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
გიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს 19 დაღუპული თანამშრომლის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრი დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა და სამინისტროს ეზოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები