27 დეკემბერი 2024,   04:42
ვრცლად
დაღუპული გმირების საფლავებზე ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივის მისაგებად, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დილიდან იმყოფებიან დაღუპულების ოჯახის წევრები.

დაღუპული გმირების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის მძიმე, თუმცა ამავე დროს სიამაყის დღეა, რათა მათი ოჯახის წევრებმა თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

„აქ ვდგავართ ტკივილნარევი და სევდანარევი სიამაყით,“ - აღნიშნა ერთ-ერთი დაღუპულის დამ.

8 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეა. თარიღის აღსანიშვნავად ძმათა სასაფლაოზე დილიდან მიდიან პოლიტიკოსები და გარდაცვლილთა ახლობლები. 

2008 წლის 7-8 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში მობილიზებული რუსული სამხედრო დანაყოფებისა და ოსი სეპარატისტების პროვოკაციები ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის შედეგად საქართველომ 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა - აქედან ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირი იყო.

დღის ამბები