22 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
აგვისტოს ომის დროს დაღუპულების ხსოვნას საქართველოს რეგიონებში პატივი მიაგეს

2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო-რუსეთს შორის მომხდარი ომის დროს დაღუპულების ხსოვნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პატივი მიაგეს. სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრები და საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს კახეთში.

მემორიალური ღონისძიებები გაიმართა რუსთავშიც. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ხუთი რუსთაველი ჯარისკაცი დაიღუპა. ხუთივე მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ქუთაისშიც. გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს გურიაშიც, პოლიტიკოსებმა და დაღუპული სამხედროების თანამებრძოლებმა ყვავილებით შეამკეს გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის მემორიალი.

დღის ამბები