17 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
ვწუხვარ...ალბათ სჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება - დავით სერგეენკო რუსულ ოკუპაციაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მის მიერ რუსეთის ოკუპაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „არანაირი მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს“, პირველ განმარტებას აკეთებს.

დავით სერგეენკო მწუხარებას გამოთქვამს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, სჯობდა სხვაგვარი ფორმულირებით გაეკეთებინა კომენტარი.

„გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა, გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. მე რა თქმა უნდა, არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო ბოლო პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ვწუხვარ იმაზე, რომ ასეთი ფორმულირებით, ალბათ სჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა მოჰყვა. ასევე აქცია გამართეს დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის"წევრებმა.

დღის ამბები