19 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
ვერაზე ხანძრის გაჩენიდან ცოტა ხანში მთაწმინდის პარკში პოლიტიკოსები მივიდნენ

ვერაზე ხანძრის გაჩენიდან ცოტა ხანში, მთაწმინდის პარკში პოლიტიკოსები - მათ შორის თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი და უმრავლესობის წევრები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრებიც. მათი მტკიცებით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ელექტროქვესადგური მდებარეობს - მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება არ შეზღუდულა. მთაწმინდის პარკის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თანაგუნდელებთან ერთად გოგებაშვილის მეორე ჩიხში იმყოფებოდა, სადაც ხანძრის პირველი კერა გაჩნდა.

„არის რამდენიმე პატარა კერა, თქვენც ხედავთ, დარჩენილი და მაქსიმალურად მთელი სახანძრო-სამაშველო სამსახურები ჩართულია, მუშაობენ და საფრთხე არანაირი არ არსებობს,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები