19 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით მომავალში ოკუპაციას - ქეთევან ციხელაშვილი

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პოზიციის შეცვლას არ აპირებს, რისი დადასტურებაც აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტია - ამის თაობაზე განცხადებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი აკეთებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოსაც მყარი პოზიცია აქვს, თუმცა, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველომ ამ მიზანს მშვიდობიანი გზით უნდა მიაღწიოს.

„ეს ვიზიტი შედგა 8 აგვისტოს, ომის 9 წლის თავზე და ფაქტობრივად, ამით ღია გზავნილი გააკეთა, რომ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა 9 წლის განმავლობაში და ასევე, აძლიერებს კონტროლს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით მომავალში ოკუპაციას. ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკა იქნება აბსოლუტურად შეუხრელი და პრინციპული. ამაში ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები