19 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" აბაშასა და ჩხოროწყუში მერობის კანდიდატები წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" აბაშაში მერობის კანდიდატი წარადგინა. ამ პოსტის დაკავებას ოქტომბრის არჩევნებზე ზურაბ ლომია შეეცდება. შეკრებილებს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო პროგრამაც გააცნო.

"ევროპული საქართველოს" ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები - ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება.

„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატად ჩხოროწყუში ასევე მერაბ შელია წარადგინა.

„ევროპული საქართველოს მთავარი დაპირებებია პენსიის გაზრდა საქართველოს თითოეულ  რაიონში და უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენა, ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება. სოფლების წყალმომარაგების და გაზიფიკაციის დასრულება და ქვეყანაში განვითარების და წინსვლის განცდის გაჩენა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები