19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ირანის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და კუთვნილი მოპედის ჩხრეკისას, "ბუპრენორფინის" შემცველი 425 აბი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები