19 მაისი 2024,   21:07
ვრცლად
სოფო ქაცარავას შეფასებით, პუტინის აფხაზეთში ვიზიტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს პრაგმატულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. 

„ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რაც ყველანაირად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და რაც მთავარია, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაგრძელოთ კვლავ ჩვენი პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და აქტიურ ჩართულობით იმისთვის, რომ ჩვენი ამოცანა, რაც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, მივაღწიოთ ამას და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს, რომ ეს ვიზიტიც შეფასდება ადექვატურად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და გაკეთდა უკვე ნატოს მხრიდან შესაბამისი განცხადება ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ. 

რუსეთის პრეზიდენტის პროვოკაციული ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულებულია. ე.წ. პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა საოკუპაციო რეჟიმს ფინანსური დახმარება და უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა. მათ შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების მიხედვით, უახლოეს მომავალში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის ჯანდაცვის ერთიან სისტემაში ჩაერთვება.

დღის ამბები