17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
რაჭისა და გურიის გუბერნატორობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ცნობილია

რაჭისა და გურიის გუბერნატორობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ცნობილია - გავრცელებული ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სავარაუდოდ, არჩილ ჯაფარიძე გახდება.

ის გასული არჩევნების დროს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. გურიის რწმუნებულად კი, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მოქმედი გამგებელი სახელდება.

"კურიერი" შეეცადა ინფორმაცია ორივე მათგანთან გადაემოწმებინა, თუმცა უშედეგოდ. ოფიციალურად, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორები პოსტებიდან საკუთარი ნებით წავიდნენ, თუმცა არის ეჭვი, რომ ისინი მთავრობის ახალ საარჩევნო სტრატეგიას შეეწირნენ. ამ საკადრო გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე. პოსტი კიდევ ორმა გუბერნატორმა დატოვა.

დღის ამბები