17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოვლინდა თბილისში

უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოვლინდა თბილისში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი ზაჰესის დასახლების მიმდებარედ დააფიქსირეს. მოქალაქე აკრძალულ იარაღის - ე.წ. ელექტროშოკურ აპარატს იყენებდა.

ამოღებული და დალუქულია რეზინის გასაბერი ნავი, სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. საქმე სასამართლოს გადაეგზავნა. 

დღის ამბები