17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგება

პროკურატურის დასკვნითი სიტყვით გაიხსნება დღეს სასამართლო სხდომა ე.წ. ციანიდის საქმეზე. საქმის განხილვა ეტაპობრივად დასასრულს უახლოვდება - უკვე დამთავრდა მტკიცებულებებისა და ორივე მხარის მოწმეების გამოკითხვა. მომდევნო პროცესი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გაიმართება.

ადვოკატების თქმით, ბრალდებამ მამა გიორგი მამალაძის დანაშაული ვერ დაამტკიცა და იმედოვნებენ, რომ მოსამართლე საბოლოოდ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ოდნავ მაინც თუ სასამართლო იქნება ობიექტური და ძალიან მინიმალურ დამოუკიდებლობის სტანდარტს ჩააბარებს სასამართლო, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება გამამართლებელი განაჩენი,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

სხდომა დილის 11 საათზეა ჩანიშნული.

დღის ამბები