17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
რაჭისა და გურიის გუბერნატორობის ახალ კანდიდატებს პრემიერი რამდენიმე დღეში წარადგენს

რაჭისა და გურიის გუბერნატორობის ახალ კანდიდატებს საქართველოს პრემიერმინისტრი რამდენიმე დღეში წარადგენს. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინიტრაციაში მიმდინარე მთავრობის სხომაზე გააკეთა. როგორც ცნობილია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და გურიის სახელმწიფო რწმუნებულებმა თანამდებობები დატოვეს. პრემიერი ცვლილებას ახალ გამოწვევებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია.

გიორგი კვირიკაშვილმა უკვე ყოფილ გუბერნატორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი კვლავ გუნდში რჩებიან. 

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის, ასევე გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის მიერ თანამადებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სავარაუდოდ, არჩილ ჯაფარიძე გახდება. გურიის რწმუნებულად კი, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მოქმედი გამგებელი სახელდება.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები