17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
პრემიერი მეხანძრე-მაშველებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრისას ცეცხლის ლიკვიდაციისთვის ადგილზე მუშაობდნენ. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მეხანძრეებმა შეუძლებელი შეძლეს, რის შედეგადაც, სულ რამდენიმე საათში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა.

„ჩვენ ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობთ, მართლაც გამორჩეული გმირობის შედეგია. ბატონო გიორგი, მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიას მაშველებთან ერთად ებრძოდნენ.

„ჩვენ ნამდვილად გვახასიათებს ასეთ მომენტებში ასეთი კონსოლიდაცია და ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში ერთი დღის წინ თბილისში," - აღნიშნა პრემიერმა.

დღესვე გიორგი კვირიკაშვილამ ზღვის სანაპიროებზე მაშველების მიერ ბოლო პერიოდში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამართულად ფუნქციონირებს.

 

დღის ამბები