17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გლდანში 50 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

მკვლელობა მოხდა გლდანში გუშინ გვიან ღამით. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 44 წლის მამაკაცმა მასთან მყოფ სტუმარს ცივი იარაღის გამოყენებით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევა გლდანში ღამის 11 საათზე მოხდა. მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ღამის 12 საათისთვის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ისინი ასევე ყვებიან, რომ მკვლელობიდან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, ბრალდებული სახლიდან გასული იყო და როდესაც სახლში დაბრუნდა თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში და სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილზე დახვდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები