17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი რაუნდი - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს. ირაკლი კობახიძე მიმართავს ოპოზიციას, სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან შეხვედრამდე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებები თბილისში გაიმართოს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან უნდა მოისმინონ, რა შემთხვევაში დაუჭერენ ისინი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ უნდა შემოგვთავაზონ თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, თუ რას ითხოვს ოპოზიცია, დოკუმენტი ჩვენი მხრიდან შემუშავებულია, მიღებულია ორი მოსმენით, ახლა არის ჯერი ოპოზიციაზე, სწორედ მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ მოუსმენია.

დღის ამბები