17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
ზურაბ ალავიძე გუბერნატორების ცვლილებას მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის გუბერნატორების მიერ თანამდებობის დატოვებასა და მოახლოებულ არჩევნებს შორის კავშირს გამორიცხავს.

„გამოვრიცხავ არჩევნებს რომ უკავშირდება ეს ცვლილებები, გუბერნატორები არჩევნებს არ ატარებენ,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მისი თქმით, უკვე ყოფილი გუბერნატორები სხვა სამსახურებში გადავიდნენ და სამსახურის გარეშე არავინ დარჩენილა. 

„ცვლილებები ხდება, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რაც შეეხება ახალ გუბერნატორებს, როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ ახლებსაც. კარგ გუბერნატორებს მივიღებთ, რომლებიც იმ პროცესებში იქნებიან ჩართულები, რასაც ვგეგმავთ,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები