26 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია 2 ადამიანი

სპეცოპერაცია თბილისში. ამ წუთებში ქვემო ფონიჭალის ერთ-ერთი უბანი პოლიციის ალყაშია მოქცეული.

წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკის უკანონო გასაღებისთვის 2 მოქალაქე, ძმები ჯაფაროვები დააკავეს.

ძმები ჯაფაროვების სახლში ამ წუთებში ჩხრეკის ოპერაცია და დაკავებულებიდ დაკითხვა მიმდინარეობს.

იაკობ ცურტაველის ქუჩაზე ოპერაცია ერთი საათის დაიწყო. მეზობლების თქმით, ძმები ხე-ტყის გადამუშავებაზე მუშაობდნენ და მათ ნარკოტიკებთან კავშირი არა აქვთ. 

დღის ამბები