17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ღირსეული პარტნიორი 2017-ის დასკვნითი ღონისძიება ვაზიანის პოლიგონზე რამდენიმე წუთში დაიწყება

ღირსეული პარტნიორი 2017 სრულდება. ვაზიანის პოლიგონზე 8 ქვეყნის სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის მაშტაბური საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები და დიპლომატიური კორპუსი ესწრება.

ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, აცხადებს, რომ წვრთნების მიზანს უნარ-ჩვევების ამაღლება წარმოადგენდა.

ვაზიანისა და ნორიოს პოლიგონებზე 2 კვირის განმავლობაში 2800 სამხედრო სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ სამხედროებთან ერთად, სხვადასხვა სახის დავალებებს ასრულებდნენ.

სწავლებში წელს პირველადაა ჩართული დიდი რაოდენობის ტექნიკა. სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი საქართველოში მესამედ იმართება.

ამერიკული ტექნიკა ორი კვირის განმავლობაში დისლოცირებული იყო საქართველოში. სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი საქართველოში მესამედ იმართება. დღეს ქართველი და ამერიკელი სამხედროები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდებიან.

დღის ამბები