„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებზე საუბრობენ. მათი თქმით, ჩხვირკია რეალურად პოლიტიკურად უპასუხისმგებლო განცხადებების გამოა დაკავებული.
„არ გვგონია სწორი, რომ პოლიტიკურად უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, ადამიანები ციხეში უნდა მიდიოდნენ. ამ ლოგიკით, "ქართული ოცნების" მთელი შემადგენლობა ციხეში უნდა იჯდეს. ჩვენ, ჩვენი პოზიცია თავიდანვე დავაფიქსირეთ. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში წახალისებულია პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა და ამ პირობებში ჩხვირკიას საქმე შერჩევითი მართლმსაჯულების სერიოზულ ნიშნებს ატარებს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სპიკერმა, ირაკლი კიკნაველიძემ.