20 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას - გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთის ომზე

საქართველოს პრემიერმინისტრი აფხაზეთის ომის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილი 25 წლის წინ, 14 აგვისტოს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე საუბრობს.

პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის დაწყებულმა სისხლის ღვრამ უმძიმესი შედეგები მოიტანა, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის.

"14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლის ღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას,” - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

დღის ამბები