20 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
ენმ-მ სამცხე-ჯავახეთში 4 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამჟამად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრნენ და ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინეს მოსახლეობას.

პარტიის ლიდერებმა, ნიკა მელიამ და ზალიკო უდუმაშვილმა, მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ქალაქის მერობისთვის ახალციხეში - ირაკლი ბარძიმაძე, ბორჯომში - ვალერი გრიგალაშვილი, ასპინძაში - მალხაზ მოსიძე და ადიგენში რატი ტატალაშვილი იბრძოლებენ.

„მთავარი კრიტერიუმები არის ის, რომ ისინი არიან კომპეტენტური, საქმის მცოდნე და გამოცდილები ადამიანები,“ - აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.

განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

„ჩვენ დავიწყეთ აქტიური კამპანია წარდგენების სახით რეგიონებში, სადაც კიდევ უფრო მეტი გაჭირვებაა, სამწუხაროდ, ვიდრე ქვეყნის დედაქალაქში. პრაქტიკაში აჩვენა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომ არ შეუძლიათ საქმის კეთდება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები