20 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
ვინც მოუსმინა, ყველას სჯერა ამ ჩანაწერის - თამარ კორძაია უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე

„ვინც მოუსმინა, ყველას სჯერა ამ ჩანაწერის,“ - ასე აფასებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს.

აუდიოჩანაწერში, სადაც, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი, ვითომდა, უკრაინელ კოლეგას ესაუბრება, ისმის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს სააკაშვილის ექსტრადირებაზე ისაუბრეს და, სავარაუდოდ, მღებრიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას არ სურს მისი ექსტრადირება.

„ახლა შს მინისტრის, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ დაამტკიცონ საწინააღმდეგო, რომ ეს არის გაყალბებული ჩანაწერი,“ - აცხადებს თამარ კორძაია.

კორძაია მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის საგანგაშო მდგომარეობა, სადაც შს მინისტრი, პირველ რიგში, ავლენს სრულიად არაპროფესიონალიზმს. ასევე, ამ სკანდალში ხვევს საქართველოს პრემიერმინისტრს და მთლიანად მთავრობას,“ - აცხადებს თამარ კორძაია. 

დღის ამბები