22 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
"როგორც კი მიიღო მითითება, დარეკა და გვითხრა არ გამოაძევოთ სააკაშვილიო" - რუსი პრანკერი ექსკლუზიურ ინტერვიუში მღებრიშვილზე საუბრობს

"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ რუს პრანკერთან, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სავარაუდოდ, საქართველოს შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს ტელეფონით ელაპარაკა.

ალექსეი სტოლიანოვი, მეტსახელად - "ლექსუსი" აცხადებს, რომ ჩანაწერში ნამდვილად საქართვლოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფიგურირებს და მზადაა მისი ავთენტურობა ექსპერტიზით დაადასტუროს. რუსი პრანკერი ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ გიორგი მღებრიშვილმა მას გიორგი კვირიკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს დავოსის სამიტზე გამართული შეხვედრის დეტალებიც გაანდო და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემაზე ამ შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„მას არ გაკვირვებია ჩვენი ზარი და გვითხრა კიდეც რით შეეძლო დაგვხმარებოდა. ჩვენც ვუთხარით რითაც შეეძლო. შემდეგ იყო ეს საუბარი ჩვენს შორის. რაღაც მომენტში ღელავდა, რაც მდგომარეობდა იმაში, იყო თუ არა უფლებამოსილი ასეთი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიეღო. თუ იტყოდა - მოახდინეთ დეპორტაცია, ეს იქნებოდა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. სჭირდებოდა კონსულტაცია და გაივლიდა კიდეც თქვენს პრემიერთან. როგორც კი მიიღო მითითება, დარეკა და გვითხრა არ გამოაძევოთ სააკაშვილიო," - აცხადებს ექსკლუზიურ ინტერვიუში ალექსეი სტოლიაროვი.  

რუსი პრანკერები მზად არიან აუდიო ჩანაწერი ექსპერტიზაზეც გაგზავნონ.

„ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს ეჭვი არასდროს უჩნდებათ. ეჭვი უჩნდებათ მათ, რომლებსაც სურთ რაღაც დამალონ. ეს ტაქტიკა არასწორია, რადგან უმჯობესია რეაგირება არ მოახდინო. თუ რეაგირებას ახდენ, იწვევ საპასუხო რეაქციასაც. თუ რაიმე სკანდალი ატყდება, მზად ვართ ეს ჩანაწერიც გავგზავნოთ ექსპერტიზაზე," - აღნიშნა სტოლიაროვმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები