18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
მორიგი სპეცოპერაცია თბილისში - "კარფურთან" სამართალდამცველები და სპეცრაზმია მობილიზებული

ამ წუთებში თბილისში, კიდევ ერთი სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქის გასასვლელში, "კარფურის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები და სპეცრაზმია მობილიზებული. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე 10-მდე სპეცრაზმელი იმყოფება. მათ მოქალაქეების რამდენიმე მანქანა ჰყავთ გაჩერებული. 

"კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულს აკავებენ. დეტალები ოდნავ მოგვიანებით. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებით 10 მანქანა არის გაჩერებული. ერთ-ერთ მანქანაში არასრულწლოვნები არიან, მათ შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ ერთი წლის ბავშვი.

„კურიერის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ხორციელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი ოპერაცია შეიძლება გუშინ ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და დაკავებას უკავშირდებოდეს.

ქალი, რომელიც მანქანაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ზის, შესაძლოა გუშინ დაკავებული პირის ახლობელი იყოს. 

"კურიერის" ინფორმაციით, სპეცოპერაციას კრიმინალური პოლიცია ახორციელებს.

დღის ამბები