02 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
თუ კონკრეტულ საკითხებს დათანხმდებიან, კონსესუსი შეიძლება, შედგეს - ნიკა რურუა

კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებზე, რომელიც ძირითადად საარჩევნო სისტემას ეხება, მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს დიალოგისა და მსჯელობისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა.

უმრავლესობის ამ შეთავაზებას დაიცავი კონსტიტუციაში შემავალი ოპოზიციური პარტიების ნაწილი ეხმაურება. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა რურუა, აცხადებს, რომ ახალი ამ შეთავაზებაში არაფერი არ არის და მმართველი გუნდი მუდამ იმას ამბობს, რომ ის კონსულტაციებისთვის მზად არის, თუმცა რეალურად ეს „ცარიელი ლაპარაკი“ იყო.

ნიკა რურუა ამბობს, რომ არსებობს გარკვეული საკითხები და ამის გათვალისწინებით ისინი კონსესუსისთვის მზად იქნებიან. 

მისი თქმით, პირველ რიგში, 2020 წელს ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 

„ჩვენ რეალურად მზად ვართ, რომ ჩიხიდან გამოსავალი ვეძებოთ იმიტომ, რომ კონსტიტუცია ყველას დოკუმენტია, ის არ არის პარტიული ქაღალდი, რომელიც ერთმა პარტიამ შეიძლება, თავის თავზე მოირგოს. ამ წუთას ასეთი ფორმა აქვს შემოთავაზებულ ვერსიას. თუ მიხვდება ამას ოცნება და დაჯდება სამუშაოდ, კარგი კონსტიტუციის, ხალხის ინტერესებზე და ქვეყნის გამოწვევებზე მორგებული დოკუმენტის მისაღებად, ამაში ცხადია, მონაწილეობას მივიღებთ. ამისთვის არსებობს კონკრეტული საკითხები, თუ ამაზე ისინი დათანხმდებიან, ცხადია, კონსესუსი შეიძლება, იდეაში შედგეს,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

დღის ამბები