19 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ელისო კილაძის შვილის საქმეზე შესაძლოა საბოლოო განაჩენი დღეს გამოცხადდეს

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეზე შესაძლოა საბოლოო განაჩენი დღეს გამოცხადდეს. სასამართლო პროცესის დასკვნითი სხდომა ამ წუთებში იწყება, სადაც ადვოკატი საბოლოო სიტყვით წარსდგება. დაცვის მხარე კიდევ ერთხელ ისაუბრებს დაკავების დეტალებსა და საქმის მასალებზე, რომლითაც ადვოკატების განცხადებით, მტკიცდება, რომ დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

„მოლოდინი არის ცალსახად დადებითი, ველოდები პირველ ინსტანციაშიც გამამართლებელ განაჩენს. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, დღეს იქნება დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარის და ვნახოთ, დანარჩენი მოსამართლეზე არის დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ გაიწელოს ეს პროცესი, როგორც იწელება რამდენიმე მსგავსი ცნობილი საქმე,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

ელისო კილაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტური იქნება და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

„ეს დღეს იქნება თუ არა, ამის პროგნოზირება ძნელია, იმიტომ რომ დარჩენილია ადვოკატთა ბოლო სიტყვები, ადვოკატები მზად არიან. ჩემი შვილის ბოლო სიტყვა, პროკურატურის რეპლიკები. მოესწრება თუ არა ეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, არ ვიცი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები