19 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
ველოდები, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა ჩაივლის საქმიან და სამუშაო პირობებში - ეკა ბესელია

საკონსტიტუციო ცვლილების თემაზე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის შეხვედრამდე ერთი დღე რჩება. რა დათმობებზე გეგმავს წასვლას ხელისუფლება, ამ დრომდე უცნობია, მმართველ გუნდში დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ შეხვედრაზე ოპოზიციასთან გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლას შეძლებენ, რათა 6 სექტემბერს სტრასბურგში საქართველო ერთიანი პოზიციით წარსდგეს.

„მე ველოდები, რომ ეს შეხვედრა ჩაივლის საქმიან და სამუშაო პირობებში. კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს, შესაბამის ფორმულირებას, რომელიც პრინციპებს არ დაარღვევს და იქნება მზაობა ამ კომპრომისების ძებნის. ჩვენი სურვილია, რომ ასეთი ატმოსფერო იყოს შექმნილი და იყოს რეალურად სამუშაო შეხვედრა, სადაც შესაძლებელია მოიძებნოს რაიმე კომპრომისი,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

დღის ამბები