19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
„ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიაზროს „ქართულმა ოცნებამ“ რას ნიშნავს კონსენსუსი" - ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეხვედრაზე

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თემასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე მმართველ გუნდთან მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნება“ ისეთ საკითხებს დათმობს, როგორიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის მიხედვით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დატოვებაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიაზროს „ქართულმა ოცნებამ“ რას ნიშნავს კონსენსუსი, რომ ეს არ არის შეთანხმება „ქართული ოცნების“ შიგნით, არამედ ეს არის შეთანხმება სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდებს შორის. მხოლოდ ამის შედეგად შევძლებთ, რომ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ასახავს მოსახლეობის ნებას და არ არის მორგებული ერთი ადამიანის ინტერესებზე,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის მთავარ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

„მთავარია ეს კონსულტაციები შეესაბამებოდეს მთავარ მოთხოვნებს, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რომ 2020 წლისთვის ჩვენ მივიღოთ რეალურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რაც მიღწევადია ერთადერთ შემთხვევაში, თუ არსებული მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და 2020 წლისთვის ვისაუბრებთ სრულად პროპორციულ სისტემაზე,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები