27 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ელენე ხოშტარია სანზონაში, ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სანზონაში, ფეიქრების ორ ნომერში მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ელენე ხოშტარია ყოფილი ფაბრიკის საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდა, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. შენობა ავარიულია, მოსახლეობა შენობის გამაგრებას და მის მიმდებარედ ზებრა გადასასვლელს ითხოვს.

„ახლა ვართ საერთო სამზარეულოში, რომლითაც სარგებლობს მთელი სართული. აქ ცხოვრობს 80 ოჯახი და ცხოვრობენ ამ პირობებში. სარგებლობენ საერთო სამზარეულოთი, საერთო აბაზანით, საერთო ტუალეტით. ეს არის წარმოუდგენელი. აქ ცხოვრობენ პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და ადამიანები ვისაც არ აძლევენ სოციალურად დაუცველების სტატუსს, რომ არ მისცენ ის კაპიკები, რაც არის სოციალური დახმარება, აბსოლუტურად აბსურდული მიზეზებით, მაგალითად იმიტომ, რომ 2 წლის წინ სადღაც მუშაობდა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები