19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
„თავისუფალი საქართველო“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს წარადგენენ

„თავისუფალი საქართველო“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატს ორშაბათს დაასახელებენ. „თავისუფალი საქართველო“ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან, ერთიანი კანდიდატების დასახელებისთვის კონსულტაციებს მართავს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა აცხადებს, რომ რეგიონებში ერთიანი კანდიდატების წარსადგენად სხვა არასაპარლამენტო პარტიებთანაც მიმდინარეობს კონსულტაციები.

„რანდენიმე დღეში დავასრულებთ ამ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, პირველ რიგში, „დემოკრატიულ მოძრაობასთან“, რომელთაც ძალიან მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღონ ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესში და ორშაბათს ჩვენ დავასახელებთ თბილისის მერობის, თბილისის საკრებულოს ერთიან კანდიდატებს და ეტაპობრივად დავიწყებთ ასევე ერთიანი კანდიდატების წარდგენას საქართველოს სხვა ქალაქებში,“ - აცხადებს კახა კუკავა.

დღის ამბები